
საერთაშორისო/International
დაწყების თარიღი: 10.07.2017 — დასრულების თარიღი: 10.09.2017
ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” თანადგომით დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის ბაზაზე 2017 წლის 10 ივლისს ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მასპინძლობდა 8-10 წლის ბავშვებს, რომლებიც ზაფხულის არდადეგების პერიოდში გარკვეული სოციალური და სხვა პრობლემების გამო ვერ ტოვებდნენ ქალაქს.
მშობელს საშუალება ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ მოიყვანა ბავშვი დილით ბანაკში და წაიყვანა დღის ბოლოს.
ბავშვები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ გამოცდილი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ. სუფთა ჰაერზე უტარდებოდათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი მეცადინეობები, ვიქტორინები და კონკურსები;დაკავდნენ ეკოლოგიით, მებაღეობით, ფლორისტიკით, ხელოვნებით და სპორტით; ასევე უზრუნველყოფილნი იყვნენ ორთჯერადი კვებით.
დაწყების თარიღი: 12.04.2017 — დასრულების თარიღი: 12.10.2017
პროექტის სრული სახელწოდებაა "საჯარო სკოლების მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით დეკორატიული მებაღეობის პროფესის მაგალითზე საუკეთესო პრაქტიკის სამომავლო განვითარება, ილუსტრირება და გავრცელება" - რომელიც დაფინანსდა და განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის(ISWD)" პროექტის ფარგლებში.