dmsk logo
1 2 3 4 5
მეფუტკრეობით დაინტერესებულთათვის! იწყება მეფუტკრეობის შემსწავლელი სალექციო კურსები მოყვარულთათვის.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ. შეხვედრების დრო: დილის ჯგუფებისთვის 12:00, საღამოს ჯგუფებისთვის - 19:00 საათი.
20 თებერვალს ჩვენი კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის / SRCA ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ბაზაზე მოეწყო თესლოვანი და კურკოვანი კულტურების და ვაზის საჩვენებელი გასხვლა.
სამების ტაძრის ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები წელს უჩვეულოდ ადრე დაიწყო. ამ კვირაში სტუდენტებთან ერთად საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში ვსხლავთ ვარდებს.
ნასხლავ მასალას კი მებაღეები ვარდების ბაღშივე დატოვებენ. მსურველებს შეუძლიათ წაიღონ და კალმები დაამზადონ.