
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის
მისია
კოლეჯის მისიაა ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, მოამზადებს ეკოლოგიური ცნობიერების მქონე კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შრომის ბაზარზე გავლენ მოთხოვნად და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად; აღჭურვილი იქნებიან ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომ შეძლონ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა-განვითარება, თვითდასაქმება, საკუთარი ბიზნესის წამოწყება.
ხედვა
კოლეჯის ხედვაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მებაღეობის პროფესიით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს პროფესიული და პიროვნული განვითარების, ხოლო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მებაღეობისა და ბაღის დიზაინის კვალიფიციური სპეციალისტები
ღირებულებები
გუნდურობა, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სიახლეების მიღება და მხარდაჭერა.