პროექტები
საზაფხულო ბანაკი 2017
დაწყების თარიღი: 10.07.2017 — დასრულების თარიღი: 10.09.2017
ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” თანადგომით დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის ბაზაზე 2017 წლის 10 ივლისს ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მასპინძლობდა 8-10 წლის ბავშვებს, რომლებიც ზაფხულის არდადეგების პერიოდში გარკვეული სოციალური და სხვა პრობლემების გამო ვერ ტოვებდნენ ქალაქს.
მშობელს საშუალება ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ მოეყვანა ბავშვი დილით ბანაკში და წაიყვანოს დღის ბოლოს. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გამოცდილი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ, სუფთა ჰაერზე უტარდებოდათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი მეცადინეობები, ვიქტორინები და კონკურსები;დაკავდებული იყვნენ ეკოლოგიით, მებაღეობით, ფლორისტიკით, ხელოვნებით და სპორტით;
პროექტის ფარგლებში ბანაკმა 100 -მდე ბავშვს უმასპინძლა.