dmsk logo
პროექტები
პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საჯარო სკოლის მოსწავლეებში
დაწყების თარიღი: 12.04.2017 — დასრულების თარიღი: 12.10.2017
პროექტის სრული სახელწოდებაა "საჯარო სკოლების მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით დეკორატიული მებაღეობის პროფესის მაგალითზე საუკეთესო პრაქტიკის სამომავლო განვითარება, ილუსტრირება და გავრცელება" - რომელიც დაფინანსდა და განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის (ISWD)" პროექტის ფარგლებში.
2017 წლის გაზაფხულზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, გამარჯვებული 10 პროეტი გამოავლინა, რომელთა შორის მოხვდა ჩვენი პროექტიც პროფესიული განათლებაში საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. საუკეთესო პრაქტიკა მიზნად ისახავდა საპილოტე გაკვეთილის შექმნას ზოგადი განათლების მოსწავლეებისთვის დეკორატიული მებაღეობის პროფესიის მაგალითზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ერთ-ერთ საშუალებად (ნიმუშად) ზოგადად პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. გაკვეთილი ჩატარდა თბილისისა და რეგიონის 20-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებისთვის ბიოლოგიის მასწავლებლების ჩართულობით. მოსწავლეებთან ერთად ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეების მშობლებიც. შედეგად, შედგა კოლეჯში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა სია, ბიოლოგიის პედაგოგებმა და მშობლებმა დაინტერესება გამოთქვეს არაფორმალური განათლების საღამოს და საკვირაო კურსების მიმართ. დაირგო მრავალი დეკორატიული მცენარე სკოლების ნაკვეთებზე. ამასთან ერთად დეკორატიული მებაღეობის კოლეჯმა პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძო სკოლებთან, პედაგოგებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია, რჩევებისა და კონსულტაციების მიწოდების სახით. წარმატების მთავარი ფაქტორი იყო სკოლების სურვილი, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩატარებოდათ ისეთი გაკვეთილები, სადად გამოყენებული იქნებოდა საგაკვეთილო მასალის მიწოდების საინტერესო მეთოდები და პედაგოგების ახალი პროფესიული გამოცდილება დეკორატიულ მებაღეობაში. ამ საუკეთესო პრაქტიკის ფარგლებში ამაღლდა სკოლის მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება და გაუმჯობესდა მათი ცოდნა, მიიღეს ინფორმაცია სასარგებლო და პერსპექტიული პროფესიის შესახებ, რომელთაც შეუძლიათ დასაქმებისა და კარგი შემოსავლის მიღება მომავალში. პროექტის ფარგლებში კოლეჯმა 300-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.