
2012 წლის 3 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პარკის ტერიტორიაზე კოლეჯის პედაგოგებისა და სტუდენტების ინიციატივით მოეწყო ვარდების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მინიატურული, ბუჩქოვანი, ხვიარა, ფლორიბუნდა, პოლიანტური და ჩაის ჰიბრიდული ვარდების ჯიშები. დამთვალიერებელთა მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ისეთმა ჯიშებმა, როგორიცაა: ნოსტალგია, პოეზია, ძმები გრიმები, ელიზაბეტი და სხვ.