
სიახლეები
მიღება 2018-2019 სასწავლო წლისათვის - 03.07.2018

დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯში დაიწყო დაინტერესებულ პირთა საბუთების მიღება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. მებაღე (დეკორატიული მცენარეების)
მესამე საფეხური- სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი
სწავლა უფასოა
2. ფლორისტული დიზაინის სპეციალისტი
მესამე საფეხური- სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი
სწავლის საფასური 1500 ლარი
3. ბაღის დიზაინერი
მეხუთე საფეხური- სწავლის ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელი
1 წლის სწავლის საფასური 1500 ლარი
აღნიშნულ პროგრამებზე მიიღებიან საბაზო და ზოგადი განათლების მქონე პირები. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიულ დიპლომს.
კოლეჯში ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადი განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. 2 ფოტოსურათი (3X4) ელექტრონული ვერსიით;
5. მომსახურების საფასურის (60 ლარი) კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 74 55 02