dmsk logo
სიახლეები
სტუმრები ქ. ბონის ბოტანიკური ბაღიდან - 19.10.2017
2017 წლის 19 ოქტომბერს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ.ბონის ბოტანიკური ბაღის ქ.ბონის ბოტანიკური ბაღის მრავალი წლის გამოცდილების მქონე სწავლული მებაღეები. სტუმრებმა სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია გერმანიაში მებაღეობის პროფესიის სწავლების სპეციფიკის შესახებ, მებაღეობის პროფესიაში სხვადასხვა მიმართულების შესახებ.
ისაუბრეს ბონის ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და მათი მუშაობის თავისებურებებზე ბოტანიკურ ბაღში.
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯი უკვე 10 წელზე მეტია თანამშრომლობს ბონის ბოტანიკური ბაღთან, მათი თანამშრომლები მუდმივად სტუმრობენ კოლეჯს და უზიარებენ თავის გამოცდილებას კოლეჯის პედაგოგებსა და სტუდენტებს.