dmsk logo
სიახლეები
შეხვედრა კოლეჯების წარმომადგენლებთან - 12.10.2017
პროექტი "საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია დეკორატიული მებაღეობის პროფესიის მაგალითზე" დასრულდა.
2017 წლის 11 ოქტომბერს პროექტის დასკვნით ეტაპზე შედგა შეხვედრა სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან და მათთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრაზე სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის, განხორციელების ეტაპების, მასში ჩართული დაწესებულებებისა და მათგან მიღებული უკუკავშირების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეოკლიპი, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
აღნიშნული პროექტი 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდა,პროექტის ფარგლებში კოლეჯმა 20 საჯარო სკოლის 350-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა და უფრო ახლოდან გააცნო დეკორატიული მებაღეობის პროფესია.მოსწავლეებს ჩაუტარდათ მებაღეობის გაკვეთილები კოლეჯის სასწავლო ბაზაზე, ასევე გადაეცათ საინფორმაციო მასალები დეკორატიული მებაღეობის შესახებ
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" (ISWD) პროექტის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.