
სიახლეები
საქველმოქმედო ფონდის "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" ბორდის წევრები კოლეჯში - 03.10.2017

აღნიშნული ფონდის დახმარებით კოლეჯის არსებობის მანძილზე არაფერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტი განხორციელდა. ამავე ფონდის დაფინანსებით გაიხსნა მიმდინარე წლის საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკი კოლეჯის ბაზაზე.
შეხვედრაზე კოლეჯის დირექტორის მოადგილემ მონოზონმა თეკლემ ბორდის წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია საზაფხულო ბანაკის ფუნქციონირების შესახებ და განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი მადლობას უხდის ფონდს თანამშრომლობისთვისა და მუდმივი თანადგომისთვის.