dmsk logo
სიახლეები
საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკი - 17.07.2017
2017 წლის 10 ივლისიდან დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯში ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო ეკოლოგიურმა სკოლა-ბანაკმა.
ბანაკი ზაფხულის დარჩენილი დღეების განმავლობაში უმასპინძლებს ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არდადეგებს ქალაქში ატარებენ.
ბავშვებს სუფთა ჰაერზე უტარდებათ გაკვეთილები ეკოლოგიის, მებაღეობის,ფლორისტიკის შესახებ.დაკავებული არიან სპორტით და სხვა გასართობი აქტივობებით