
სიახლეები
ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისა და კოლეჯის მებაღეობის პედაგოგებისთვის - 05.07.2017
ტრენინგს ესწრებოდნენ ქ. თბილისის 20 საჯარო სკოლიდან მოწვეული ბიოლოგიის პედაგოგები და კოლეჯის მებაღეობის პედაგოგები.
ტრენინგზე განხილული იყო სასწავლო პროექტისა და წრეობრივი მუშაობის მნიშვნელობა და როლი მასწავლებელის პროფესიული განვითარების თვალისაზრისით.
დეტალურად იყო განხილული თითოეულის ეტაპები და მიმდინარეობა, ასევე პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში მათი გამოყენება.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) პროექტის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.