dmsk logo
სიახლეები
საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკი - 04.07.2017
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან მუშაობას იწყებს საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკი 10-12 წლის ბავშვებს, რომლებიც ზაფხულის არდადეგების პერიოდში ქალაქში რჩებიან, ვიწვევთ საზაფხულო ეკოლოგიურ სკოლა-ბანაკში, რომელიც ფუნქციონირებას იწყებს ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” თანადგომით. მშობელს საშუალება ექნება სრულიად უსასყიდლოდ მოიყვანოს ბავშვი დილით ბანაკში და წაიყვანოს დღის ბოლოს. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გამოცდილი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. სუფთა ჰაერზე ჩაუტარდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი მეცადინეობები, ვიქტორინები და კონკურსები; დაკავდებიან ეკოლოგიით, მებაღეობით, ფლორისტიკით, ხელოვნებით და სპორტით; ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით. ყურადღება! ბანაკის პირველი ნაკადი მუშაობას იწყებს 10 ივლისს. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია დაგვიკავშირდით: 2 74 55 02