dmsk logo
სიახლეები
გასვლითი მასტერკლასი ხაშმში - 31.05.2017
31 მაისს ხაშმის სამონასტრო კომპლექსის ვენახებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა / SRCA ჩვენი კოლეჯის სტუდენტებისა და მონასტრის მსახურთათვის გასვლითი მასტერკლასი ჩაატარა ვაზის მწვანე ოპერაციების შესახებ. ბატონმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუდენტებს აუხსნა ვაზისთვის ზედმეტი ყლორტების შეცლის, ყლორტების წვერის წაწყვეტის, ნამხრევების შეცლისა და ცის გახსნის მნიშვნელობისა და ამ ოპერაციების ჩატარების წესის შესახებ. მადლობას ვუხდით სამეცნიერო კვლევით ცენტრს და ბატონ ლევან უჯმაჯურიძეს თანამშრომლობისთვის და ხაშმის მონასტრის მონასტრის წინამღვარს არქიმანდრის მიქაელს მასპინძლობისთვის.