dmsk logo
სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას - 12.06.2017
საბუთები მიიღება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1. მებაღე (დეკორატიული მცენარეების)
მესამე საფეხური- სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი
სწავლა უფასოა

2. ფლორისტული დიზაინის სპეციალისტი
მესამე საფეხური- სწავლის ხანგრძლივობა 1 სასწავლო წელი
სწავლის საფასური 1500 ლარი

3. ბაღის დიზაინერი
მეხუთე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელი
ერთი წლის სწავლის საფასური 1500 ლარი

აღნიშნულ პროგრამებზე მიიღებიან საბაზო და ზოგადი განათლების მქონე პირები. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიულ დიპლომს.

კოლეჯში ჩასარიცხად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადი განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. 2 ფოტოსურათი (3X4) ელექტრონული ვერსიით;
5. მომსახურების საფასურის (50 ლარი) კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 74 55 02