dmsk logo
სიახლეები
პროფესიული განათლების ფესტივალი - 04.04.2017
4 აპრილს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის მერიის ორგანიზებით პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩვენი კოლეჯიც სტუდენტების ნამუშევრებითა და საინფორმაციო მასალებით.