dmsk logo
სიახლეები
გამარჯვებულ კონკურსანტთა დაჯილდოება - 13.04.2017
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საგრანტო კონკურსის II რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, საქართველოს საპსატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯმაც წარადგინა პროექტი სახელწოდებით " საჯარო სკოლების მოსწავლეებში დეკორატიული მებაღეობის პროფესიის პოპულარიზაცია"
პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის მასშტაბით 20 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა და მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის შემუშავება და პილოტირება. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მებაღეობის კლასგარეშე პროგრამა დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობასაც #200, #213 და #15 სკოლებიდან.
მადლობას ვუხდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდს ასეთი შესაძლებლობისათვის და გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ნამდვილად შეუწყობს ხელს დარგის და ზოგადად პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.