
სიახლეები
სტუმრები კოლეჯში - 14.11.2016

გასულ კვირას ჩვენს კოლეჯს სტუმრად ეწვივნენ ლატვიის, კერძოდ კი ბულდურის სამებაღეო სკოლის წარმომადგენლები: ანტა სპარინსკა და გუნდეგა მუზიკანტე. კოლეჯის დათვალიერების შემდეგ შეხვდნენ კოლეჯის თანამშრომლებს და პედაგოგებს, გაეცნენ სწავლების მეთოდიკას და გაგვიზიარეს თავისი გამოცდილებაც. ბულდურის მებაღეობის სკოლას ასზე მეტი წლის ისტორია აქვს და დღემდე წარმატებით აგრძელებს აღნიშულ საქმიანობას.

შეხვედრის შემდეგ შედგა შეთანხმება და მოლაპარაკება მომავალი თანამშრომლობისა და სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესახებ, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს სტუდენტთა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ზოგადად დეკორატიული მებაღეობის როლის გაზრდას ლატვიასა და საქართველოში.
