სიახლეები
ვიწვევთ ვოლონტიორებს - 02.04.2013
ძვირფასო მეგობრებო,
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად იზრდება ვოლონტიორული მოძრაობის პოპულარობა. ეს არის საქმიანობათა ფართო წრე, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციული ურთიერთდახმარების, ისე სამოქალაქო მონაწილეობის სხვა ფორმებსაც, რომლებიც ხორციელდება ნებაყოფლობით, ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე. სტატისტიკური მონაცემებით: საფრანგეთის ზრდასრული მოსახლეობის 19%-ია ამ მოძრაობაში ჩართული, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 34%-ია, იაპონიაში - 33%, აშშ-ში 27% და ა.შ.
ვოლონტიორობა ეს არის:
სურვილი - მხარში დაუდგე ადამიანს;
სურვილი - გახადო მსოფლიო უკეთესი;
ცხოვრების ახალი მიზნის ძიება; სიახლის შესწავლა.
ეროვნული კულტურიდან და კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია დავნერგოთ და გავაფართოოთ ეს მოძრაობა საქართველოშიც, ჩვენი ეზოს, ქუჩის, სოფლისა და ქალაქის მაგალითზე, რათა მან მიიღოს როგორც ერთი კონკრეტული ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის სახე, ისე გლობალურ ეკოლოგიურ და ბუნებისდაცვით საქმიანობაში ჩართულობის მასშტაბიც.
პირველ ეტაპზე ვიწვევთ ვოლონტიორებს საგაზაფხულო საბაღე სამუშაოებში ჩასართავად. უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ მცენარეებთან მუშაობის გამოცდილება და მზად არიან უანგაროდ დაგვიდგნენ გვერდით. მსურველებს საშუალება გექნებათ განახორციელოთ აგროტექნიკური ღონისძიებები წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პარკში გამოცდილ მებაღე-პრაქტიკოსებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ მათი კონსულტაციები თქვენთვის საინტერესო თემებზე.
გახსოდეთ, რომ ვოლონტიორობა საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, განახორციელოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა, დაუმეგობრდეთ საინტერესო ადამიანებს და შეიძინოთ გამოცდილება ახალ სფეროში.
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
ტელ.: 2 74 55 02
E-mail: dmsk.college@gmail.com