dmsk logo
სიახლეები
კოლეჯი აცხადებს მიღებას - 11.02.2013
საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი 2013 წლის 11 თებერვლიდან 21 თებერვლამდე აცხადებს მიღებას მებაღის (დეკორატიული მცენარეეების) III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1. პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი;
4. 2 ფოტოსურათი 3X4;
5. მომსახურების საფასურის (30 ლარი) კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.