
საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა- კურთხევით მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა ”გეთსიმანიის ბაღს”. აქ, ამა წლის 31 მარტს საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივმა კოლეჯის სტუდენტებმა და პედაგოგებმა ”taoპრივატბანკის” თანამშრომლებთან ერთად მოაწყვეს - საგაზაფხულო ”მწვანე აქცია”. წინასწარ გასუფთავდა და მომზადდა ტერიტორია და დაირგო ზეთისხილის ნერგები. მომავალში განზრახულია ბაღის შემდგომი გაფართოება და ანალოგიური “მწვანე აქციების” მოწყობა.