სიახლეები
სემინარი სახელმძღვანელოების ვალიდაციის შესახებ - 17.09.2018
13 სექტემბერს გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შვეიცარიულ გამომცემლობასთან (LMZ) თანამშრომლობით შემუშავებული სახელმძღვანელოების ვალიდაციის სემინარი გაიმართა. შვეიცარიული გამომცემლობის, LMZ-ის ხელმძღვანელმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საგანმანათლებლო რესურსების შექმნის შვეიცარიული გამოცდილება.
აღნიშნულ პროექტში ჩვენი კოლეჯიც იღებდა მონაწილეობას და ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი "მებაღის" სახელმძღვანელო სემინარზე ერთ-ერთმა ავტორმა, ქეთევან გელაშვილმა წარადგინა.