ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი
2006 წელს საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან დაარსდა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ შევარდნაძე.
კოლეჯი მდებარეობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე. კოლეჯის შენობა კაპიტალურად გარემონტდა 2006 წლის ზაფხულში; მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორიები; ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა უახლესი გამოცემებით. მომდევნო წლებში აშენდა სასწავლო-საცდელი სათბური და სამებაღეო პრაქტიკის ლაბორატორია. სამების ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში განთავსდა ფლორისტული დიზაინის სახელოსნო. თავდაპირველად კოლეჯში საღვთო სჯულს კითხულობდა მღვდელმონოზონი ანტონ კანდელაკი, შემდეგ დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე და აკაკი მინდიაშვილი. საბუნებისმეტყველო საგნებს კითხულობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო სასოფლო-სამეურნეოს - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები.
2011 წლის 11 დეკემბერს სასწავლებელმა მოიპოვა ავტორიზაცია და ამ პერიოდიდან ფუნქციონირებს როგორც "ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი"
ამჟამად კოლეჯის დირექტორია ზურაბ შევარდნაძე, დირექტორის მოადგილეები: იღუმენია თეკლე (სიხარულიძე) და მანანა ელბაქიძე.
ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენს 500-ს. კოლეჯში სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საბაზო ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; ტარდება გასაუბრება.
2016 წელს კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.2019 წლის 30 ივლისს კი მოიპოვა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროგრამების განხორციელების უფლება.ამჟამად კოლეჯი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
- მებაღეობა - შეისწავლება დეკორატიული მებაღეობის საკითხები, მცენარეთა გამრავლება, მოვლა, გასხვლა-ფორმირება და სხვ.
- ბაღის დიზაინი - შეისწავლება დეკორატიული ბაღების, სკვერებისა და გამწვანების სხვა ობიექტების პროექტირება და მათი რეალიზება..
კოლეჯს გააჩნია სადემონსტრაციო ტექნიკით აღჭურვილი ნათელი და თბილი აუდიტორიები, სათანადოდ აღჭურვილი მებაღეობის პრაქტიკული ლაბორატორია და ფლორისტული სახელოსნო;ბიბლიოთეკა უახლესი წიგნადი ფონდით,სპეციალურად კოლეჯის სტუდენტებისათვის შემუშავებული სალექციო კურსები ქართულ ენაზე, ელექტრონული ბიბლიოთეკა, თანამედროვე საბაღე ტექნიკა და აღჭურვილობა.პარალელურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება.
კოლეჯის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულნი გამწვანების სხვადასხვა აქციებში, მონაწილეობენ ყვავილების გამოფენებსა და დიდი რელიგიური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ფლორისტულ ექსპოზიციებში.