dmsk logo
1 2 3 4 5
მებაღეობის კოლეჯში იწყება მოტივაციური გასაუბრების (შიდა შერჩევის) პერიოდი მებაღეობისა და ბაღის დიზაინის პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის. მებაღეობის პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის გასაურება ჩატარდება 26 ოქტომბერს. ბაღის დიზაინერებისთვის - 27 ოქტომბერს.
აპლიკანტები რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე მიიღებენ შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება გასაუბრებაზე მოსვლის თარიღი და დრო.
აპლიკანტებს გთხოვთ, თან იქონიოთ საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა. ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გთხოვთ, გვაცნობოთ წინასწარ.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვირეკეთ 0322 74 55 02 ან მოგვწერეთ.
წარმატებას გისურვებთ !
მებაღეობისა და ბაღის დიზაინის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!
1.მებაღეობა- სწავლის ხანგრძლივობა 1,5 სასწავლო წელი. სწავლა უფასოა.
2.ბაღის დიზაინი- სწავლის ხანგრძლივობა 1,5 სასწავლო წელი. სწავლა სრულად ფინანსდება.

აღნიშნულ პროგრამებზე მიიღებიან სრული ზოგადი განათლების მქონე პირები. სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდენენ ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/registration. რეგისტრაციის შემდეგ კი უნდა აირჩიონ სასურველი კოლეჯი და პროგრამა.
რეგისტრაცია გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩართვლით.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
2025 წლის მიღებაზე ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები უნდა მობრძანდეთ კოლეჯში 11 ნოემბერს 11:00 საათზე და უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. 2 ფოტოსურათი (3X4);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 74 55 02