dmsk logo
სტუდენტური ცხოვრება

მიმდინარე სასწავლო წელს კოლეჯში კიდევ ერთი სიახლე დამკვიდრდა - გასვლითი მეცადინეობები ბუნებაში. ესაა ბოტანიკური ექსკურსიები და ექსპედიციები ადგილობრივი ფლორის სახეობების უშუალოდ ბუნებრივ ადგილსამყოფელში გასაცნობად; საუბრები ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე; ლექციები ბოტანიკასა და მცენარეთმცოდნეობაში; პლენერი - მცენარეული ობიექტების ხატვა ბუნებრივ განათებასა და ბუნებრივ პირობებში; ლაშქრობები საქართველოს ისტორიული და ბუნების ძეგლების გასაცნობად. ამ ეტაპზე სწავლების აღნიშნულ ფორმატში აქტიურად არიან ჩართული ფლორისტული დიზაინის სპეციალობის მესამე და მეოთხე საფეხურის სტუდენტები.

ფლორისტული დიზაინის მეოთხე საფეხურის სტუდენტები პლენერზე. კოჯორი, უძოს მთის მიდამოები, 08.10.2012

ფლორისტული დიზაინის მეოთხე საფეხურის სტუდენტები. საშემოდგომო ფლორისტული მასალის მოძიება. კოჯორი, უძოს მთის მიდამოები, 08.10.2012

ექსპედიცია არმაზის ხეობაში. ფლორისტული დიზაინის მეოთხე საფეხურის სტუდენტები. 24.10.2012

ფლორისტული დიზაინის მეოთხე საფეხურის სტუდენტები არმაზის ციხეზე. 24.10.2012

ფლორისტული დიზაინის მესამე საფეხური სტუდენტები პლენერზე. კოჯორი, აზეულას (კოჯრის, ქოროღლის) ციხის მისადგომები. 31.10.2012

ფლორისტული დიზაინის მესამე საფეხური სტუდენტების ლაშქრობა კოჯრის ციხეზე. 31.10.2012

საქართველოს ფლორის იშვიათი მცენარე Colchicum speciosum - ლამაზი უცუნა კოჯორი, 08.10.2012

შემოდგომის თბილი დღეების შედეგი - ასკილის მეორე ყვავილობა. კოჯორი, 31.10.2012

ფითრი (Viscum album) - ნახევრადპარაზიტი მცენარე, ბინადრობს ფოთლოვან ხეებსა და ბუჩქებზე.