dmsk logo
პროექტები
დაწყების თარიღი: 10.07.2017 — დასრულების თარიღი: 10.09.2017
ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” თანადგომით დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის ბაზაზე 2017 წლის 10 ივლისს ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო ეკოლოგიური სკოლა-ბანაკმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მასპინძლობდა 8-10 წლის ბავშვებს, რომლებიც ზაფხულის არდადეგების პერიოდში გარკვეული სოციალური და სხვა პრობლემების გამო ვერ ტოვებდნენ ქალაქს. მშობელს საშუალება ექნება სრულიად უსასყიდლოდ მოიყვანოს ბავშვი დილით ბანაკში და წაიყვანოს დღის ბოლოს. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გამოცდილი პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. სუფთა ჰაერზე ჩაუტარდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი მეცადინეობები, ვიქტორინები და კონკურსები;დაკავდებიან ეკოლოგიით, მებაღეობით, ფლორისტიკით, ხელოვნებით და სპორტით; ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით.
დაწყების თარიღი: 12.04.2017 — დასრულების თარიღი: 12.10.2017
პროექტის სრული სახელწოდებაა "საჯარო სკოლების მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით დეკორატიული მებაღეობის პროფესის მაგალითზე საუკეთესო პრაქტიკის სამომავლო განვითარება, ილუსტრირება და გავრცელება" - რომელიც დაფინანსდა და განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის(ISWD)" პროექტის ფარგლებში.